მოვისმინეთ სუფრიდან გაგდებული კაცის უშინაარსო გამოსვლა გაეროში, – ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, კობახიძეს გაეროს ტრიბუნიდან არც ერთხელ არ უხსენებია რუსეთი.
”მოვისმინეთ სუფრიდან გაგდებული კაცის უშინაარსო გამოსვლა გაეროში. არცერთი სიტყვა რუსეთზე. საუბრობს მშვიდობაზე და მის მნიშვნელობაზე საქართველოს გამოცდილებიდან გამომდინარე. ვერავინ გაიგებს, რა გამოცდილებაზეა საუბარი. რუსეთის მიერ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას გულისხმობს თავის ჭკუით, მაგრამ არა თუ ოკუპანტად, საერთოდ არ უხსენებია რუსეთი.
შარშან თუ შარშანწინ ერთხელ კი წაიკნავლა ღარიბაშვილმა ამ ტრიბუნაზე, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიო, ამისი სიტყვა კი რუსეთის მოკავშირე სახელმწიფოს მთავრობის მეთაურის გამოსვლას ჰგავდა. საოკუპაციო ხაზი ახსენა და ეს ხაზი ვინ და სად გაავლო, ვერავინ მიხვდებოდა. პუტინი რომ ეხსენებინა ბრიტანეთის მინისტრის მსგავსად, ის ბიძინა აქ არ შემოუშვებდა, უკან არც ამერიკელები შეუშვებდნენ და მოუწევდა ცხოვრება აეროპორტის ნეიტრალურ ზონაში შეშინებულს, მაგრამ მაინც გაბედა და თქვა, ღირსება დავიბრუნეთო. მეტი არ განავრცო. იმის თქმა უნდოდა, გავთავისუფლდით ამერიკის და ევროკავშირის დიქტატისაგან და ჩვენი თავი ჩვენვე გვეკუთვნისო. ყველაზე უღირს და მოღალატე ხელისუფლებას უნდა მივუჩინოთ სულ მალე საკადრისი ადგილი“, – წერს გოცირიძე.
ირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე გენერალურ დებატებზე მსოფლიო ლიდერებს 25 სექტემბერს მიმართა.