spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თამარ კორძაია – კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ ყველგან, სადაც მოითხოვეს ჩვენმა ემიგრანტებმა, გახსნან უბნები

ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ ყველგან, სადაც მოითხოვეს საქართველოს მოქალაქეებმა, ჩვენმა ემიგრანტებმა საარჩევნო უბნების გახსნა, გახსნან უბნები, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თამარ კორძაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ბოლო მონაცემებით, 66 ათას 997 ადამიანი არის აღრიცხვაზე საზღვარგარეთ.

“ცესკომ საქართველოს მოქალაქეების, ჩვენი ემიგრანტების საარჩევნო, კონსტიტუციით დაცული უფლება უნდა უზრუნველყოს. ბოლო მონაცემებით, 66 ათას 997 ადამიანი არის აღრიცხვაზე საზღვარგარეთ, მაგრამ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ მარტო 2023 წელს 163 ათასზე მეტი ქართველი წავიდა ემიგრაციაში, აქედან გამომდინარე, ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ ყველგან, სადაც მოითხოვეს საქართველოს მოქალაქეებმა, ჩვენმა ემიგრანტებმა  საარჩევნო უბნების გახსნა, გახსნან უბნები”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები