spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სალომე ზურაბიშვილი – ეს არჩევნები გადამწყვეტია და თქვენ უნდა მიიღოთ მონაწილეობა

თქვენს ხელშია საქართველოს ხვალინდელი მომავალი – ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ საქართველო იქნება ნამდვილად დამოუკიდებელი, ევროპული, თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანა თუ დაუბრუნდება გაურკვეველ წარსულს, რუსეთსა და მის გავლენას, სადაც თქვენს და თქვენს შვილებს დაბრუნების სურვილი არ გექნებათ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიასპორისადმი მიმართვაში განაცხადა.

მისივე თქმით, ოქტომბრის არჩევნები გადამწყვეტია და ამიტომ მასში დიასპორის მონაწილეობა მნიშვნელოვანია.

“მოგმართავთ თქვენ, დიასპორის წევრებო, ჩემო თანამემამულეებო. მინდა გითხრათ, რომ თქვენს ხელშია საქართველოს ხვალინდელი მომავალი. თქვენს ხელში, ჩემს ხელში, ჩვენს ხელში. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ საქართველო იქნება ნამდვილად დამოუკიდებელი, ევროპული, თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანა თუ დაუბრუნდება გაურკვეველ წარსულს, რუსეთსა და მის გავლენას, სადაც თქვენ და თქვენი შვილები ალბათ, არ ჩამოხვალთ, არ დაბრუნდებით და არც სურვილი გექნებათ დაბრუნების. ეს არჩევნები გადამწყვეტია და თქვენ უნდა მიიღოთ მონაწილეობა. ვიცი, რამდენად გართულდა მონაწილეობის მიღება, სამწუხაროდ, უბნები არ გაგვიხსნეს, მაგრამ ამის მიუხედავად ვიცი, რომ თქვენ მზად ხართ, აქტიურად მიიღოთ მონაწილეობა. როგორც გუშინ გამოხვედით და გულშემატკივრობდით ჩვენს ფეხბურთელებს, გადალახეთ საზღვრები, ჩახვედით იმისთვის, რომ ქართული დროშა გამოგეჩინათ, ასევე, ვიცი, რომ 26 ოქტომბერს წახვალთ, სადაც არ უნდა იყოს, თუნდაც შორს იყოს საარჩევნო უბანი, ერთმანეთს გამოუჩენთ სოლიდარობას და ყველანი ერთად დავდგებით იქ, სადაც დგას საქართველოს მომავალი!“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები