spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი რუხაძე – ხელისუფლება გვდევნის იმიტომ, რომ პროდასავლური ამომრჩეველი მიგვყავს არჩევნებზე

რეალურად, “აირჩიე ევროპა” ამბობს, რომ ეს არჩევნები არის რეფერენდუმი რუსეთსა და ევროპას შორის. ხელისუფლება საკუთარ თავს აიგივებს რუსეთთან და გვდევნის ჩვენ იმიტომ, რომ პროდასავლური ამომრჩეველი მიგვყავს არჩევნებზე, – ამის შესახებ “აირჩიე ევროპას” წევრმა გიორგი რუხაძემ განაცხადა.

მან საქართველო-ამერიკის ურთიერთობებსა და პრემიერ-მინისტრ კობახიძის ბაიდენის ადმინისტრაციაში არმიწვევაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს ნაბიჯები ასახავს თუ რა ხდება რეალურად.

“რეალურად, “აირჩიე ევროპა” ამბობს, რომ ეს არჩევნები არის რეფერენდუმი რუსეთსა და ევროპას შორის. ხელისუფლება საკუთარ თავს აიგივებს რუსეთთან და გვდევნის ჩვენ იმიტომ, რომ პროდასავლური ამომრჩეველი მიგვყავს არჩევნებზე.

რაც შეეხება ამერიკულ რეალობას, ამერიკის ნაბიჯებიც, განცხადებებიც, სინამდვილეში, გამოწვეულია სწორედ იმით, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ ქვეყანას მიათრევს რუსულ ჭაობში და ის, რომ აშშ-ის ადმინისტრაციამ არ ისურვა პრემიერთან შეხვედრა, ის, რომ  ჯეიკ სალივანმა პირდაპირ უთხრა უარი პრემიერს შეხვედრაზე ეს, მე მგონი, ძალიან ნათლად ამბობს, თუ რა ხდება”, – განაცხადა გიორგი რუხაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები