spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი მარგველაშვილი – როდის ყოფილა ასეთი პრეცედენტი, რომ შეატრიალო ქვეყნის გეოპოლიტიკური ორიენტაცია საარჩევნო კამპანიის ფარგლებში?! 

საქართველოს მთავრობაში არიან ადამიანები, რომლებიც მართული არიან ლუბიანკიდან და მათი მიზანი არის აბსოლუტურად აბსურდული და წარმოუდგენელი, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა და საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დასავლეთი საქართველოსთან მიმართებით აქამდე გაცილებით სუსტ როლს თამაშობდა.

“საქართველოს მთავრობაში არიან ადამიანები, რომლებიც მართული არიან ლუბიანკიდან და მათი მიზანი არის აბსოლუტურად აბსურდული და წარმოუდგენელი. როდის ყოფილა ასეთი პრეცედენტი, რომ შეატრიალო ქვეყნის გეოპოლიტიკური ორიენტაცია საარჩევნო კამპანიის ფარგლებში?!

აქამდე დასავლეთი სუსტ როლს თამაშობდა ქართულ პოლიტიკაში, მუდმივად ხდებოდა ვითარების დამშვიდება, ჩაჩუმათება, ეს საბოლოოდ ცუდად დაუბრუნდათ მათვე და ცუდად უბრუნდება ქართულ საზოგადოებას. დიდი შრომა დაგვჭირდება, რომ ეს შემოვატრიალოთ”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები