spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თამარ კორძაია – მათივე ამომრჩეველია აღშფოთებული იმ ბანერებით, რაც საზოგადოების დასანახად გააკრეს

ამ რეკლამებით რომ გამოიდეს თავი და საზოგადოების დაშინება რომ უნდათ, ბოდიში ამ გამოთქმისთვის, მაგრამ გული ერევა საზოგადოებას ამ რეკლამებზე. მათივე ამომრჩეველია აღშფოთებული იმ ბანერებით, რაც საზოგადოების დასანახად გააკრეს, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თამარ კორძაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ის პირები, რომლებიც “ოცნების” სიაში პირველად მოხვდნენ, პოლიტიკურად გაისვრებიან.

“ვინც ახლა მოხვდა “ქართული ოცნების” სიაში, ისინი კიდევ უფრო გაისვრებიან, იმიტომ, რომ ამ სამარცხვინო კამპანიის პირობებში, როცა მართლა გრცხვენია, როცა ამას ვხედავთ და მართლა გვრცხვენია, რომ უკრაინელები უფრო მეტად იცავენ საქართველოს ინტერესებს, ვიდრე საქართველოს ხელისუფლება, აი, ამ ვითარებაში აღმოჩნდნენ ისინი “ქართული ოცნების” სიაში. ეს განაჩენია იმ ადამიანების, ვინც არიამ ამ სიაში.

ამ რეკლამებით, რომ გამოიდეს თავი და საზოგადოების დაშინება, რომ უნდათ, ბოდიში ამ გამოთქმისთვის, მაგრამ გული ერევა საზოგადოებას ამ რეკლამებზე. მათივე ამომრჩეველია აღშფოთებული იმ ბანერებით, რაც საზოგადოების დასანახად გააკრეს”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები