spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ბარამიძე – ეს მათი უღირსობის, უკიდურესი და უკიდეგანო უნამუსობის კიდევ ერთი სამარცხვინო დადასტურებაა

ახალი საარჩევნო ბანერები, რომელიც გამოფინა პუტინისტურმა რეჟიმმა, არის მათი უღირსობის, უკიდურესი და უკიდეგანო უნამუსობის კიდევ ერთი სამარცხვინო დადასტურება, –  ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ქართველი ხალხი ბრძენია, ნამდვილად არ მოტყუვდება, არც შეშინდება და არც მტერს დაუჩოქებს, არც ბოდიშს მოუხდის.

“ახალი საარჩევნო ბანერები, რომელიც გამოფინა პუტინისტურმა რეჟიმმა, ეს მათი უღირსობის, უკიდურესი და უკიდეგანო უნამუსობის კიდევ ერთი სამარცხვინო დადასტურებაა. მათ ძალიან კარგად იციან, რომ მთელი ამ 12 წლის განმავლობაში ხალხმა დაინახა, როგორი მატყუარები არიან, რომ კეთილდღეობას თავიანთი ოჯახებისთვის იშენებენ, რომლებმაც მიითვისეს ტყე, მიწები, ბიზნესები, თავისთვის გაიკეთეს უფასო დენი და ა.შ. აქედან გამომდინარე, ქართველი ხალხი ბრძენია, ნამდვილად არ მოტყუვდება, არც შეშინდება და არც მტერს დაუჩოქებს, როგორც ამას ჩვენი გმირები არ აკეთებდნენ, არც ბოდიშს მოუხდის. ამ რეჟიმს 26 ოქტომბერს, აუცილებლად დიდი უმრავლესობით ხელისუფლებიდან გაუშვებს”, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

“ქართული ოცნების” საარჩევნო ბილბორდებზე ერთ მხარეს რუსეთის მიერ დაბომბილი უკრაინული ქალაქებია გამოსახული.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები