spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მიხეილ სააკაშვილი – სოხუმი დაეცა იმის გამო, რომ არ იყო საერთაშორისო რადარებზე

ვის უნდა მოვუხადოთ ბოდიში? ვინც ქართველების თავებით თამაშობდა ფეხბურთს?, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.

მისივე თქმით, სოხუმი დაეცა იმის გამო, რომ არ იყო საერთაშორისო რადარებზე, 2008-ში ჩვენ საქართველო გადავარჩინეთ იმის გამო, რომ მთელი მსოფლიო დაგვიდგა გვერდით

“ჩვენ გვთხოვენ ბოდიშის მოხდას, რაზე უნდა მოვიხადოთ ბოდიში? გახსოვთ სოხუმის მერი გაბესკირია, რომელსაც უთხრეს ბოდიში მოეხადა, მან უარი თქვა და ამის გამო დახვრიტეს. ვის უნდა მოვუხადოთ ბოდიში? ვინც ქართველების თავებით თამაშობდა ფეხბურთს? იმათ უნდა მოვუხადოთ ბოდიში, ვინც 2008 წელს ოკუპაციის დროს, გოგო გააუპატიურეს? ამათ უნდა მოვუხადოთ ბოდიში? ომი და უბედურება მოაქვს ივანიშვილს. ივანიშვილი თუ დარჩა რაიმე მექანიზმებით, საქართველოში იქნება სიკვდილი, უბედურება და ძალადობა. მე შეიძლება გამაჩუმონ სასამართლო პროცესებზე, მაგრამ თქვენ ხომ არ გაჩუმდებით, თქვენ ხომ არ დუმხართ?

დღეს არ მომეცა საშუალება თქვენს თვალებში ჩახედვის და არ მოგეცათ საშუალება ჩემი დანახვის. ეს არის რეპრესიული რუსული რეჟიმის ბოლო გაბრძოლება. ამათ დარჩათ მხოლოდ ერთი თვე. დღეს არის სოხუმის დაცემის დღე. სოხუმი დაეცა იმის გამო, რომ არ იყო საერთაშორისო რადარებზე, 2008-ში ჩვენ საქართველო გადავარჩინეთ იმის გამო, რომ მთელი მსოფლიო დაგვიდგა გვერდით. დღეს საქართველო ისევ გააქრეს რადარებიდან, დღეს საქართველო ისე გარიყულია, როგორც არასდროს.“, – განაცხადა სააკაშვილმა.

“ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა გორში სიტყვით გამოსვლისას ოსებისთვის ბოდიშის მოხდის შესახებ ისაუბრა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები