ბათუმში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე შუახნის მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა გამსახურდიას ქუჩაზე მოხდა.
მამაკაცი ფეხის არეშია დაჭრილი და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
არსებული ინფორმაციით, ინციდენტი საპარკინგე ტერიტორიის გამო დავას მოჰყვა. თვითმხილველების თქმით, ინციდენტში მონაწილეებმა მანქანის გაჩერების გამო იჩხუბეს.
როგორც Front News-ს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებით, 120-ე მუხლით მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე უცნობია, დაკავებულია თუ არა დამნაშავე.