პრეზიდენტთან კითხვა მაქვს, ამდენი ხანი რას აკეთებდა? როგორ შეიძლებოდა, რომ “ლელო”-გახარიების შეხვედრების შუაში 15 წუთი ვერ ეპოვა, რომ კანონზე ხელი მოეწერა და რამდენიმე დღე ხალხი ტყუილად არ დაესვა ციხეში?, – ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი გახარია-ლელოსთან მაჭანკლობით იყო დაკავებული და ამნისტიის კანონზე ხელი უფრო ადრე ამიტომ არ მოაწერა.
“პრეზიდენტთან კითხვა მაქვს, ამდენი ხანი რას აკეთებდა? როგორ შეიძლებოდა, რომ “ლელო”-გახარიების შეხვედრების შუაში 15 წუთი ვერ ეპოვა, რომ კანონზე ხელი მოეწერა და რამდენიმე დღე ხალხი ტყუილად არ დაესვა ციხეში? ეს რატომ იყო საჭირო, ამას ვერ მივხვდი. პრეზიდენტს კანონზე ხელი მაშინვე უნდა მოეწერა, როგორც კი პარლამენტიდან გაიგზავნა, მაგრამ, როგორც იცით, პრეზიდენტი დაკავებული იყო მაჭანკლობით, რაც ცუდად დასრულდა. მან პატიმრების რამდენიმე დღე შეიწირა, თორემ პრეზიდენტი დიდად გადაღლილი არ ჩანდა ისე, რომ ათი წუთი კანონზე ხელის მოსაწერად არ დაეთმო, რომელსაც უამრავი ადამიანი ელოდებოდა”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “ამნისტიის შესახებ კანონს” ხელი 27 სექტემბერს მოაწერა, თუმცა აცხადებს, რომ პარლამენტის მიერ სახელისუფლებო პარტიის ინიციატივით, ამნისტიის კანონის მიღება არის ცალსახად ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვა.