spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან მგალობლიშვილი პრემიერთან ერთად სიონის საკათედრო ტაძარში  საზეიმო წირვა-ლოცვას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ლევან მგალობლიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად, სიონის საკათედრო ტაძარში ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებულ საზეიმო წირვას დაესწრო.

სადღესასწაულო ლიტურგია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თანამოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ აღავლინა.

დღესვე, თბილისის ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა ლევან ჯანაშიამ აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.

ტაძარში აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები დევნილ საზოგადოებასთან ერთად იმყოფებოდნენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები