ხელისუფლება ცდილობს, რომ ემიგრაციიდან ნაკლები ხმა შემოუვიდეს ოპოზიციას, თუმცა წელს იქნება სრული მობილიზაცია ქართველი ამომრჩევლის. დარწმუნებული ვარ, დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე საარჩევნო უბნებთან იქნება რიგები, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე კობა ნაყოფიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციურმა პარტიებმა საკუთარი ამომრჩეველი მაქსიმალურად უნდა მოაბილიზოს, რომ ხმები “ოცნებას” არ დარჩეს.
“ხელისუფლება ცდილობს, რომ ემიგრაციიდან ნაკლები ხმა შემოუვიდეს ოპოზიციას, თუმცა წელს იქნება სრული მობილიზაცია ქართველი ამომრჩევლის. დარწმუნებული ვარ, დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე საარჩევნო უბნებთან იქნება რიგები. “ქართულ ოცნებას” ვერანაირი დაბრკოლება ვერ გადაარჩენს. მათი მარცხი უკვე დამდგარია, ახლა ამას სჭირდება გაფორმება და 27 ოქტომბრიდან ფიქრი იმაზე, თუ როგორ ვაგრძელებთ ქვეყნის განვითარებას.
ასევე, კარგად მოგეხსენებათ, რომ მთავარი ოპოზიციური ძალა დღეს ქვეყანაში არის “ნაციონალური მოძრაობა”. არცერთი გადაუნაწილებელი ხმა არ უნდა ერგოს “ქართულ ოცნებას”. მაქსიმალურად ისე უნდა გადანაწილდეს ხმები, რომ დიდმა პოლიტიკურმა გაერთიანებებმა მაქსიმალურად მოაბილიზონ საკუთარი ამომრჩეველი”, – განაცხადა კობა ნაყოფიამ.