საბურთალოზე წუხელ დაჭრილი 25 წლამდე მამაკაცი კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. მას ჭრილობები ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული.
არსებული ინფორმაციით, დაჭრას წინ 10-მდე ადამიანს შორის დაპირისპირება უძღოდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ ცხელ კვალზე ერთი პირი დააკავა.