ტყიბულში ძლიერი ქარის შედეგად საცხოვრებელი სახლები დაზიანდა.
ქარმა ქალაქის ტერიტორიაზე 23 საცხოვრებელ სახლს, მათ შორის 15 მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსს სახურავები გადახადა.
მუნიციპალიტეტის მერია საგანგებო რეჟიმში მუშაობს. სტიქიის შედეგების შემსწავლელი კომისია ზარალს ითვლის.
მიმდინარეობს ლოკალური სამუშაოები დროებითი ღონისძიებების გასატარებლად, პარალელურად, დაუყოვნებლივ დაიწყება სახურავების სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება.
ძლიერი ქარი ტყიბულში ამ დრომდე გრძელდება.