spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბორჯომში “ახალგაზრდული ფესტივალი 2024“ გაიმართა

ახალგაზრდული ტრენინგ ცენტრი “ჩვენი ბორჯომისთვის“ ინიციატივით და ბორჯომის მუნიციპალიტეტისა და კომპანია “IDS ბორჯომი საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით, მერაბ კოსტავას სახელობის სკვერში, “ახალგაზრდული ფესტივალი 2024“ გაიმართა.

ახალგაზრდული ფესტივალი ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ფესტივალის ფარგლებში, გაიმართა როგორც სპორტული ასევე კულტურული ღონისძიებები.

მოეწყო ფეხბურთის და ჭადრაკის ჩემპიონატი, ფერწერული ნამუშევრების გამოფენა, პლენერი, ფლეშმობი, “Drum School“-ის მოსიარულე ორკესტრის მსვლელობა;

ქართული ესტრადის და საოპერო მომღერლების მონაწილეობით გალა კონცერტები გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ცნობილი ქართველი შემსრულებლები თემო საჯაია, სალომე ბაკურაძე, ელენე ფოჩხუა, დათუნა მგელაძე, ცირა კობიაშვილი, ჯგუფი “ქუჩის ბიჭები”, “რეზო და ბავშვები” და DJ ალექსანდრე ლორთქიფანიძე.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები