spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ბოტკოველი – პირველივე წელს ჩვენ ვთავაზობთ სოფლად მცხოვრებ ადამიანებს ყოველთვიურ 300-ლარიან დახმარებას

გამარჯვებისთანავე ჩვენ მივიღებთ 14 მილიარდ ევროს, რაც რეალურად, ქართველი ხალხის საჭიროებებს მოხმარდება. პირველივე წელს ჩვენ ვთავაზობთ სოფლად მცხოვრებ ადამიანებს ყოველთვიურ 300-ლარიან დახმარებას, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” რეგიონულმა მდივანმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

მისივე თქმით, ერთადერთი გამოსავალი 26 ოქტომბერს გამარჯვებაა.

“ერთადერთი გამოსავალი, რაც არის დარჩენილი, ეს არის 26 ოქტომბერი და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველა ერთად 26 ოქტომბერს გავიმარჯვებთ და ქვეყანას ამ განსაცდელიდან გამოვიყვანთ. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ქვეყანა იზოლაციაში აღმოჩნდეს, ამიტომ, მინდა, კიდევ ერთხელ ვუთხრა მთელ ქვეყანას, რომ გამარჯვებისთანავე ჩვენ სასწრაფო მოლაპარაკებებს ევროკავშირთან დავიწყებთ, რათა საქართველომ ყველა ის სიკეთეები მიიღოს, რასაც ევროკავშირი თავისი წევრი და კანდიდატი ქვეყნებისთვის გასცემს და ამის მაგალითია პოლონეთი, რომელმაც გაწევრიანებიდან 10 წლის განმავლობაში 256 მილიარდი ევრო მიიღო. გამარჯვებისთანავე ჩვენ მივიღებთ 14 მილიარდ ევროს, რაც რეალურად, ქართველი ხალხის საჭიროებებს მოხმარდება. პირველივე წელს ჩვენ ვთავაზობთ სოფლად მცხოვრებ ადამიანებს ყოველთვიურ 300-ლარიან დახმარებას, რათა მათ ელემენტარული გაჭირვებიდან გამოსვლა და მიწების დამუშავება შეძლონ”, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები