spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ხერტ იან კოოპმანი – საკითხი, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ, არის მთავრობის პოლიტიკა, რომელიც ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება

ქართველი ხალხი არ მიგვიტოვებია, პირიქით, მაგრამ მთავრობის პოლიტიკის კურსთან დაკავშირებით რეალური პრობლემა გვაქვს, – ამის შესახებ ევროკომისიის გენერალურმა დირექტორმა სამეზობლოსა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში, ხერტ იან კოოპმანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპულმა საბჭომ დაასკვნა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია.

“პირველ რიგში, ჩვენ ყველანი ვამაყობდით, რომ ქვეყანა გასულ წელს კანდიდატი გახდა და აშკარაა, რომ “უცხოური აგენტების შესახებ კანონითა” და რიგი სხვა მოვლენებით, იგი ევროკავშირს დაშორდა. როდესაც ვამბობ, რომ ქვეყანა ევროკავშირს დაშორდა, უნდა დავაკონკრეტო, რომ ქართველი ხალხი ევროკავშირს არ ჩამოშორებულა. ევროკავშირისა და ევროპული ღირებულებების მხარდაჭერის მაჩვენებელი 80-დან 90%-მდე რჩება. ამიტომ, საკითხი, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ, არის მთავრობის პოლიტიკა, რომელიც ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება. ასევე, უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან მცირე პროგრესი იქნა მიღწეული ე.წ. ცხრა ნაბიჯის შესახებ, რომელიც უნდა შესრულებულიყო. შედეგად, ევროპულმა საბჭომ დაასკვნა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია”, – განაცხადა ხერტ იან კოოპმანმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები