spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნინო ლომჯარია – ნამდვილად ანომალიური გადაწყვეტილებაა, სრულიად უკანონოდ მოხდა ეს ყველაფერი

როდესაც ადამიანები არც საარჩევნო სიაში არიან, არც ამ კოალიციის წევრები არ არიან და უკვე დასრულებულია სიების წარდგენა ვერანაირად ვერ გახდები საარჩევნო სუბიექტი და ამ დროს, რომ აცხადებ საარჩევნო მიზნის მქონე პირად, ეს არის დაცინვა და უკანონობის ზეობა, – ამის შესახებ  საზოგადოებრივი პლატფორმის “საქართველოს ევროპული ორბიტას” დამფუძნებელმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი სრულიად უკანონოდ მოხდა და ყველაფერი. კანონში წერია, რომ ამ კანონის ამოქმედება არ უნდა მოხდეს სამოქალაქო აქტივიზმის, გამოხატვის თავისუფლების და წინასაარჩევნო აგიტაციის შესაზღუდადაც კი.

“ნამდვილად ანომალიური გადაწყვეტილებაა, ეს იგივეა, რომ მედიასაშუალება გამოცხადდეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად. სრულიად უკანონოდ მოხდა ეს ყველაფერი. კანონში წერია, რომ ამ კანონის ამოქმედება არ უნდა მოხდეს სამოქალაქო აქტივიზმის, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების და წინასაარჩევნო აგიტაციის შესაზღუდადაც კი. ბევრი კანონი ვიცით, სადაც დეფინიცია ბუნდოვანია, მაგრამ, ამ შემთხვევაში, ძალიან მკაფიოა კანონი, რომელიც გამორიცხავდა ამგვარ ინტერპრეტაციას. მოხდა ისეთი რამ, რომ ანტიკონსტიტუციურად, სასამართლოსთან ერთად კოორდინაციით ანტიკორუფციულმა ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ გამოაცხადა საარჩევნო სუბიექტად ანუ პარტიად და კანდიდატად. როდესაც ადამიანები არც საარჩევნო სიაში არიან, არც ამ კოალიციის წევრები არ არიან და უკვე დასრულებულია სიების წარდგენა, ვერანაირად ვერ გახდები საარჩევნო სუბიექტი და ამ დროს, რომ აცხადებ საარჩევნო მიზნის მქონე პირად, ეს არის დაცინვა და უკანონობის ზეობა. ბატონი რაჟდენი თავად იურისტია და კარგად იცის რასაც აკეთებს და როგორ წავიდა კანონის საწინააღმდეგო განმარტებაზე სადამკვირვებლო ორგანიზაციის რეპრესიის მიზნით“, – განაცხადა ლომჯარიამ.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” განცხადებით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, 26 ოქტომბრის არჩევნებს ორგანიზაციის სახელით ვეღარ დააკვირდება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები