spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბორელი – უკრაინას უნდა მიეცეს საშუალება, დაარტყას რუსეთის სიღრმეში, მაგრამ ამას ჯერ ყველა არ ეთანხმება

დასავლეთის ქვეყნებმა უნდა მისცენ უკრაინულ სამხედროებს გადაცემული იარაღით რუსეთის სიღრმეში დარტყმის ნებართვა, მაგრამ ამ საკითხზე შეთანხმება ჯერ არ არის, – ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისარმა ჯოზეფ ბორელმა გაეროს გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობის შედეგების შესახებ საუბრისას განაცხადა.

“მე გავიმეორე ჩემი მოწოდება, რომ უკრაინას მიეცეს დასავლური იარაღით თავდასხმების ნებართვა აეროპორტებზე და რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე. ჯერჯერობით ყველა არ ეთანხმება ამ ზომას“, –  განაცხადა ბორელმა.

მისივე თქმით, დასავლეთის ქვეყნები დაჰპირდნენ უკრაინას მხარდაჭერას ყველაფრით, რაც მათ სჭირდებათ და რამდენ ხანსაც ეს საჭირო იქნება.

ამავდროულად, ბორელმა ყურადღება გაამახვილა, რომ “ენერგეტიკული ფრონტი” გადამწყვეტი იქნება ამ ზამთარში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები