spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სტოლტენბერგმა ნატოს გენერალური მდივნის უფლებამოსილება რუტეს ოფიციალურად გადასცა

იენს სტოლტენბერგმა ნატოს გენერალური მდივნის უფლებამოსილება ნიდერლანდების ყოფილ პრემიერ-მინისტრს მარკ რუტეს ოფიციალურად გადასცა.

ნატოს ახალი გენერალური მდივნის სამი პრიორიტეტი ალიანსის სიძლიერის შენარჩუნება, უკრაინის მხარდაჭერისა და მოკავშირეებთან  პარტნიორობის გაძლიერებაა.

ნატოს ახალმა გენერალმა მდივანმა სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა ყველა წევრ ქვეყანას ნდობის გამოცხადებისთვის. მადლობა გადაუხადა, უკვე ყოფილ მეთაურს იენს სტოლტენბერგს და აღნიშნა, რომ ის სამაგალითო ლიდერი იყო. რუტეს თქმით, ალიანსი ახლა უფრო ძლიერი და ერთიანია ვიდრე ოდესმე.

“გენერალური მდივნის რანგში, სამი პრიორიტეტი მექნება. პირველი არის ნატოს სიძლიერის შენარჩუნება, რათა დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ჩვენი თავდაცვა ეფექტური და საიმედოა ყველა საფრთხესთან მიმართებით. ამისთვის ჩვენ გვჭირდება მეტი ძალა, უკეთესი შესაძლებლობები და სწრაფი ინოვაციები, რაც მოითხოვს მეტ ინვესტიციას. თუ მეტის გაკეთება გვსურს, მეტიც უნდა დავხარჯოთ. ჩემი მეორე პრიორიტეტი იქნება უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერება და მისი ნატოსთან დაახლოება. ძლიერი, დამოუკიდებელი უკრაინის გარეშე ევროპაში არასდროს იქნება გრძელვადიანი უსაფრთხოება. პირადი გამოცდილებიდან ვიცი, 2014 წელს ბოინგ ემეიჩ 17- ის ჩამოგდებით როგორ არ არის კონფლიქტი მხოლოდ ბრძოლის ველზე. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ჩვენი გასაკეთებელი, უკრაინას უნდა მივაწოდოთ ვაშინგტონის სამიტის დროს დაპირებული პაკეტი.

მესამე პრიორიტეტი პარტნიორობის გაძლიერებაა ჩვენს უნიკალურ და მნიშვნელოვან პარტნიორთან, ევროკავშირთან და მსოფლიოს გარშემო იმ ქვეყნებთან, რომლებიც ჩვენს პრინციპებს და ღირებულებებს იზიარებენ. იენს, თქვენ არაჩვეულებრივი საქმე გააკეთეთ, ჩვენი პარტნიორობის გაძლიერებით, განსაკუთრებით ინდოეთი-წყნარი ოკეანის რეგიონის მიმართულებით“, – განაცხადა მარკ რუტემ.

იენს სტოლტენბერგი ალიანსს 2014 წლიდან ხელმძღვანელობდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები