დაკავებულია თაღლითობისა და გამოძალვის ბრალდებით 14 პირი. ასევე, გაგრძელდება დაკავებები. ეს მოქალაქეები უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ფსიქოლოგიური და სხვადასხვა ძალადობრივი მეთოდებით სძალავდნენ თანხებს , – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თეიმურაზ კუპატაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, დაკავებულებს ჰყავდათ ორგანიზებული დაჯგუფება, რომლებიც მართავდნენ ხუთივე კლუბს.
“დაკავებულია თაღლითობისა და გამოძალვის ბრალდებით 14 პირი. ასევე, გაგრძელდება დაკავებები. ჰყავდათ ორგანიზებული დაჯგუფება, რომლებიც მართავდნენ ხუთივე კლუბს. ეს მოქალაქეები უცხო ქვეყნის მოქალაქეებს თაღლითურად სძალავდნენ ფსიქოლოგიური და სხვადასხვა ძალადობრივი მეთოდებით თანხებს”, – განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.
თბილისში რამდენიმე ღამის კლუბში სპეცოპერაცია გამთენიისას ჩატარდა. საუბარია 5 სხვადასხვა ღამის კლუბზე, რომლებიც მომხმარებლებს თანხას ორგანიზებულად სძალავდნენ და ანგარიშში საბოლოო თანხას გამიზნულად არასწორად უთითებდნენ.