spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მიხეილ სააკაშვილი – მშვიდობა არის ევროპაში და ოპოზიციის გამარჯვებაში, დღევანდელი მდგომარეობა არის უზარმაზარი საფრთხის საწინდარი

“ქართული ოცნება“ არის ომის და შიშის პარტია. ისინი ტოვებენ საქართველოს სრულიად დაუცველად რუსული აგრესიის წინაშე, დაგვაკარგვინეს ყველა მეგობარი, მოაქციეს საქართველო სრულ საერთაშორისო იზოლაციაში, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე ჩართვისას განაცხადა.

მისივე თქმით, 2012 წელს საქართველო ცხოვრობდა ბევრად უკეთესად, ვიდრე 2003 წელს. 2024 წელს საქართველო ცხოვრობს უფრო უარესად, ვიდრე 2012 წელს.

“ქართული ოცნება“ არის ომის და შიშის პარტია. ისინი ტოვებენ საქართველოს სრულიად დაუცველად რუსული აგრესიის წინაშე, დაგვაკარგვინეს ყველა მეგობარი, მოაქციეს საქართველო სრულ საერთაშორისო იზოლაციაში ისე რომ არავინ არ იქნება ხმის ამომღები. როგორც ამათ უნდათ, რომ ჩაგვკეტონ და სიკვდილი და უბედურება შემოიტანონ, ეს არის ყველაფერი დაკავშირებული რუსეთთან. უბედურება, ომი, საფრთხე საუკუნეების განმავლობაში იყო ყოველთვის დაკავშირებული რუსეთთან და ეს პარტია, რომელიც ცდილობს, რომ ხალხი დააშინოს ომით და შიშით, ეს არის მშვიდობის მთავარი მტერი. მშვიდობა არის ევროპაში და ოპოზიციის გამარჯვებაში. დღევანდელი მდგომარეობა არის უზარმაზარი საფრთხის საწინდარი.

მე მინდა ასევე გითხრათ რა არის რუსეთი. რუსეთი არის ადგილი, სადაც მექრთამეები, ქურდები, ყაჩაღები მშვენივრად ხარობენ და ჩვენი მთავრობა არის მთლიანად კრიმინალური. ამიტომ კრიმინალურ, მაფიოზურ მთავრობას უნდა რუსეთში ყოფნა. იქ არის მათი ადგილი, ეს არის ომით გაშენების პარტია, ასევე თაღლითების პარტია, რომელიც მიგვექაჩება რუსეთისკენ. 2012 წელს საქართველო ცხოვრობდა ბევრად უკეთესად, ვიდრე 2003 წელს. 2024 წელს საქართველო ცხოვრობს უფრო უარესად, ვიდრე 2012 წელს. მართალია წინა პროცესზე ჩემი ხმა ჩაახშვეს, მაგრამ ჩვენ ყველას გვახსოვს, რომ მეოთხე წელს არ უნდა ყოფილიყო ქვეყანაში გაჭირვებული და ხალხი დაამშიეს. ამ ხალხს იმის მაგივრად, რომ რაიმე წესიერს დაჰპირდნენ, ომსა და უბედურებას ჰპირდებიან. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ თუ ჩვენ წავალთ ევროპაში, იქ არანაირ ომს ადგილი არ ექნება.

ზუსტად ერთი და იგივე პრინციპით მოქმედებენ, მოლდოვაში პრეზიდენტს, რომელიც კენჭს იყრის პრეზიდენტად ხელახლა ოფისი მოუხატეს უკრაინის დროშის ფერებად პრორუსმა ძალებმა და იძახიან, რომ თუ მაია სანდუ დარჩება, მაშინ მოლდოვა ჩაერთვება ომში. ზუსტად რუსეთში დაწერილი სცენარია. როცა ივანიშვილი ლაპარაკობს, კახეთი ისე ააოხრაო სააკაშვილმა, როგორც აღა მაჰმად ხანმა, თუმცა მანდ შაჰ აბასი იყო და არა აღა მაჰმად ხანი. ივანიშვილმა ოთხჯერ მეტი ადამიანი გაყარა საქართველოდან, ვიდრე შაჰ აბასმა. ჩემ დროს უფრო მეტი ადამიანი ბრუნდებოდა საქართველოში ვიდრე მიდიოდა. ე.ი. სიღნაღი არის გავერანება და ის, რომ ივანიშვილმა შეაჩერა გომბორის გვირაბის მშენებლობა, ის, რომ შეაჩერა თელავის პროექტები, ეგ არის თურმე აღმშენებლობა.

ივანიშვილი არ არის მშვიდობის წერტილი, მას მოაქვს ნგრევა, ოჯახების გაჩანაგება, სიღარიბე, კორუფცია, უსამართლობა და სიკვდილი. ჩვენ უნდა შევაჩეროთ სიკვდილი, ჩვენ უნდა შევაჩეროთ ომი და ხალხის დაცინვა. მთავრობა, რომელიც მილიონერებისგან შედგება, ვერასდროს ვერ გააკეთებს ხალხისთვის კარგს. მე მაქვს მოწოდება, რომ შევქმნათ არჩევნების მოხალისეების ინსტიტუტი. მე მინდა მოვუწოდო “ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას”, რომელიც დაკომპლექტებულია ძალიან ბევრ კაშკაშა ვარსკვლავით, რომ ჩვენ გვჭირდება მოხალისეები.

მე მინდა ადამიანებს გთხოვოთ, რომ ხელფასის გარეშე გადადეთ ეს ბოლო რამდენიმე კვირა, მოიარეთ მეზობლები და მოახდინეთ საარჩევნო ხმების მობილიზაცია. ამ არჩევნებზე თუ ბევრი ხალხი მივა ვერავინ ვერ გააყალბებს, ამაზე ილუზია ნურავის ექნება, არჩევნები მთავრობას წაგებული აქვს, მათი ბატონები რუსეთში არიან ცუდ ხასიათზე. პუტინმა ყველას თავზე წყალი გადაასხა და თქვა, რომ მე განვამტკიცებ აფხაზეთის დამოუკიდებლობასო. ე.ი. გვაბარებენ რუსეთს და შლიან საქართველოს. ამ ზიანის ანაზღაურებას წლები დასჭირდება“, – განაცხადა სააკაშვილმა

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები