რაც უფრო მეტად იაქტიურებს მიხაილ როთი რადიკალური ოპოზიციის სასარგებლოდ, მით უფრო დაბალ შედეგს მიიღებს რადიკალური ოპოზიცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, არ შეიძლება, უცხოელი პირდაპირი და უხეში ფორმით ერეოდეს საქართველოში საარჩევნო პროცესებში, ვინაიდან, სამართლებრივი თვალსაზრისით, ეს საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევაა.
“ეს არის ჩვენი კონსტიტუციური პრინციპების უპატივცემულობა, რადგან არ შეიძლება, უცხოელი პირდაპირი და უხეში ფორმით ერეოდეს საარჩევნო პროცესებში. პრაქტიკული თვალსაზრისით, ამას ვერ ექნება ვერავითარი ეფექტი. პირიქით – მიხაილ როთი მოგეხსენებათ, არის ძალიან დიდი საჩუქარი მმართველი გუნდისთვის მისი რეპუტაციიდან გამომდინარე, რაც უფრო მეტად იაქტიურებს მიხაილ როთი რადიკალური ოპოზიციის სასარგებლოდ, მით უფრო დაბალ შედეგს მიიღებს რადიკალური ოპოზიცია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.