spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

რომან გოცირიძე – რომ არ გაღატაკდეს და დაიცალოს ქვეყანა, დარჩენილი გვაქვს სულ რაღაც 3 კვირა

ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბრობს.

გოცირიძის თქმით, ხელისუფლებას ბიუჯეტში ძირითადად აქცენტი აღებული აქვს სოციალურ ნაწილზე და აცხადებს, რომ უამრავი კორუფციული თუ სხვა  ისეთი ხარჯებია ჩადებული, რომელიც  შემდეგ “ქართული ოცნების”, ან  სხვა სახის ბიზნესების ჯიბეში დაილექება.

“ბიუჯეტში ძირითადად აქცენტი აღებული აქვთ სოციალურ ნაწილზე და ჰგონიათ, რომ ეს იმდენად მიმზიდველია, რომ ჩვენი მოქალაქეები აღფრთოვანებულები დარჩებიან. სინამდვილეში, ჩვენი პოლიტიკური ჯგუფი ახლა ვსწავლობთ ბიუჯეტს დაწვრილებით და უამრავი კორუფციული და ისეთი ხარჯებია ჩადებული, რომელიც პირდაპირ შემდეგ “ქართული ოცნების”, თუ სხვა სახის ბიზნესების ჯიბეში დაილექება. ერთი სამარცხვინო მაგალითია, რომ  საბაზო პენსია მატულობს 20 ლარით წელიწადში. ამ ტემპით თუ გაგრძელდა 1000-ლარიან პენსიას მხოლოდ 30 წლის შემდეგ მივაღწევთ. პენსია 200 ლარით რომ გაიზარდოს, ამ ტემპით უნდა 10 წელი. ძალიან დამამცირებელია ეს პენსიონერებისთვის.

განახევრდა გრანტები. ეს უკვე არის ქვეყნის ევროატლანტიკური გზიდან გადახვევის შედეგი. ეს მაშინ, როდესაც ჯერ სანქციები სრული ძალით არ არის ამოქმედებული. როგორც კი სანქციები დაედება ივანიშვილსა და მის გარემოცვას, ეს ყველაფერი გაიყინება. არა მხოლოდ გრანტები, არამედ მთლიანად აღმოჩნდება ქვეყანა პოლიტიკურ და ფინანსურ იზოლაციაში. ამიტომ, რომ არ გაღატაკდეს და დაიცალოს ქვეყანა, დარჩენილი გვაქვს სულ რაღაც 3 კვირა”, – განაცხადა რომან  გოცირიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები