spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ანა წითლიძე – ბოლო ათი დღე “ქართული ოცნება“ ეცდება, რომ გადატეხოს სიტუაცია, მაგრამ არავის ეყოფა იმის რესურსი, ამდენი ადამიანი დააშინოს

სამეგრელო ყოველთვის იყო გამორჩეულად ოპოზიციური, 2012 წელს ბიძინა ივანიშვილს და “ქართულ ოცნებას“ სამეგრელოში არ გაუმარჯვია, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“  წევრმა ანა წითლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ბოლო ათი დღე “ქართული ოცნება” ეცდება, რომ გადატეხოს სიტუაცია ზუგდიდსა და სამეგრელოში და ეცდება, რომ ეს გააკეთოს ვიღაცის დაშინებით, ვიღაცისთვის პირადობის მოწმობების წართმევით,

“სამეგრელო ყოველთვის იყო გამორჩეულად ოპოზიციური, 2012 წელს ბიძინა ივანიშვილს და “ქართულ ოცნებას“ სამეგრელოში არ გაუმარჯვია. ხელისუფლებას განსაკუთრებული ძალისხმევა სჭირდებოდა, მათ შორის, გაყალბებით და ხალხისთვის არჩევნების წართმევით, რომ აქ თავისთვის სასარგებლო შედეგი დაეყენებინა, თუმცა 12 წელია, რაც საარჩევნო კამპანიას ვხელმძღვანელობ და შემიძლია გითხრათ, რომ წარმოუდგენელია აქ რაიმემ შეცვალოს ხალხის აზრი ხელისუფლების სასარგებლოდ. ალბათ, აკვირდებით, რომ საარჩევნო კამპანია ზუგდიდში განსაკუთრებულად მძიმედ მიმდინარეობს, რადგან ხელისუფლება ცდილობს, რომ გამოიყენოს თავისი აპრობირებული მეთოდები და დაშინება, თუმცა ზუგდიდში და სამეგრელოში “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ იქნება ის პარტია, რომელიც იქნება გამარჯვებული.

ბოლო არჩევნებს რომ შევადაროთ, აქ ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერდნენ “ქართულ ოცნებას“ დღეს ოპოზიციის სასარგებლოდ მუშაობენ და ძალიან მარტივია რატომ. იმიტომ, რომ აქ განსაკუთრებულად კარგად ესმით რას ნიშნავს რუსული წნეხი და კარგად იციან ვინ არის მტერი. მთელ საქართველოში ოპოზიციურ პარტიებს ძალიან კარგად გვესმის, რომ აქ მთავარი მოწინააღმდეგე არის რუსული რეჟიმი და არის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ამ ქვეყანას მიაქანებს იზოლაციისკენ და მიაქანებს უბედურებისკენ, ამიტომ ჩვენ საერთო ფრონტი გვაქვს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და ცხადია, რომ სამეგრელოს მასშტაბითაც ყველა ოპოზიციური პარტია ერთმანეთთან ვთანამშრომლობთ, უფრო მეტიც, ჩვენ კოორდინირებულად ვმუშაობთ, რომ არჩევნების დღეს უბნებზე განსაკუთრებულად კოორდინირებული იყვნენ ოპოზიციური კომისიის წევრები და ცხადია, რომ ამის მნიშვნელობა ძალიან კარგად გვესმის.

ვიცით, რომ ბოლო ათი დღე “ქართული ოცნება“ ეცდება, რომ გადატეხოს სიტუაცია ზუგდიდსა და სამეგრელოში და ეცდება, რომ ეს გააკეთოს ვიღაცის დაშინებით, ვიღაცისთვის პირადობის მოწმობების წართმევით და სხვა, მაგრამ იმდენად მაღალია განწყობა იმისა, რომ ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს, არავის ეყოფა იმის რესურსი, რომ ამდენი ადამიანი დააშინოს“, – განაცხადა წითლიძემ

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები