spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თამარ კორძაია – სადაც გახსნილია საარჩევნო უბნები იქ მაინც შექმნან ის პირობები, რომ მოქალაქეებმა შეძლონ საკუთარი კონსტიტუციური უფლებების გამოყენება

ცესკოს წევრები მოუწოდებენ და თითქოს უნდათ, რომ ყველამ გაიაროს ეს საარჩევნო პროცედურები, მაგრამ, სინამდვილეში, ჩემი აზრით, ეს არის შეგნებულად შექმნილი ქაოსი იმისთვის, რომ მოქალაქეები დაიბნენ და ვერაფერი გააკეთონ, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თამარ კორძაიამ განაცხადა.

“ჩვენ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, როგორც დავპირდით, ისე ვიბრძვით თითოეული ხმის დასაცავად და შესაძლოა, ვიღაცამ თქვას, რამდენი უნდა იყოს დევნილი, რომელიც საზღვარგარეთ ვერ რეგისტრირდება და ასე შემდეგ, თუმცა ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ჩვენ ვთვლით, რომ თითოეული ადამიანის ხმა უნდა იყოს დაცული და რომ დავიწყეთ გარკვევა ვინ, როგორ და რატომ არ მოხვდნენ სიაში აღმოვაჩინეთ, რომ ეს იმდენად რთული პროცედურებია, გამორიცხულია 7 ოქტომბრამდე ეს ვინმემ შეძლოს. მართალია, ცესკოს წევრები მოუწოდებენ და თითქოს უნდათ, რომ ყველამ გაიაროს ეს პროცედურები, მაგრამ, სინამდვილეში, ჩემი აზრით, ეს არის შეგნებულად შექმნილი ქაოსი იმისთვის, რომ მოქალაქეები დაიბნენ და ვერაფერი ვერ გააკეთონ.

ჩვენ გვაქვს შემოთავაზება ცესკოსთან, ცესკოს უფლებმოსილებების მე-14 მუხლის გ პუნქტში წერია, რომ გამონაკლის შემთხვევაში თუ შეუძლებელი გახდა ამ კანონით დადგენილი გარკვეული მოთხოვნების შესრულება, ვადების დაცვა უფლებამოსილია ცესკო დადგენილებით განსაზღვროს ჩატარებული არჩევნების, გასამართი კენჭისყრის საარჩევნო ღონისძიებები და ვადები. ეს უფლებამოსილება აქვს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და გამომდინარე იქიდან, რომ საზღვარგარეთ მყოფმა ადამიანებმა, შესაძლოა, ზოგმა რაღაც ვერ მოასწრო ან ვერ გაიგო მისცენ საშუალება, რომ ერთჯერადად გაიარონ რეგისტრაცია საზღვარგარეთ უბნებზე და გადაუწიოს ვადა პირობითად ხუთი დღით, მაგრამ თუ ადამიანი არ არის სიაში და ვერსად ვერ პოულობს თავს, მიიღოს გადაწყვეტილება, რომ თუ არ არის საერთო სიაში, მაგრამ აქვს საქართველოს პასპორტი, დაარეგისტრირონ საზღვარგარეთ და მიაცემინონ ხმა. გაზარდონ ვადა და ვინც მისცემს ხმას მიუთითონ, რომ არიან საზღვარგარეთ.

რატომ გახდა ასეთი გადაუჭრელი პრობლემა ამის გაკეთება? უბნებს რატომ არ ხსნიან გავიგეთ, რადგან არ უნდათ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების აქტიურად მონაწილეობა, მაგრამ სადაც გახსნილია საარჩევნო უბნები იქ მაინც შექმნან ის პირობები, რომ საქართველოს მოქალაქეებმა შეძლონ საკუთარი კონსტიტუციური უფლებების გამოყენება“, – განაცხადა თამარ კორძაიამ

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები