spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ჰერჩინსკი – ევროკავშირი არის გლობალური მშვიდობის პარტია და ჩვენ ვიცით, სად არის გლობალური ომის პარტია, ის არის მოსკოვში

ჩვენ ვართ მშვიდობის, სტაბილურობის, განვითარების მომხრე. ევროკავშირი არის გლობალური მშვიდობის პარტია და ჩვენ ვიცით, სად არის გლობალური ომის პარტია, ის არის მოსკოვში,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ საქართველო გახდება ერთპარტიული სახელმწიფო, სადაც პოლიტიკური ოპოზიცია აკრძალულია და სამოქალაქო საზოგადოება იძულებულია უცხოეთში წავიდეს, თუ უმცირესობების უფლებები დაცული არ იქნება, მაშინ საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი ვერც დღეს, ვერც ხვალ და ვერც ზეგ.

“ევროკავშირი დაფუძნებულია კონკრეტულ ფასეულობებზე და ეს ფასეულობები გადახედვას არ ექვემდებარება. ეს არის თავისუფლება, დემოკრატია, კანონის უზენაესობა, უმცირესობების უფლებები და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს აირჩევს მთავრობას, რომელიც ამ ნორმებს დაიცავს.

ნება მომეცით, მკაფიოდ ვთქვა, რომ თუ საქართველო გახდება ერთპარტიული სახელმწიფო, სადაც პოლიტიკური ოპოზიცია აკრძალულია და სამოქალაქო საზოგადოება იძულებულია, უცხოეთში წავიდეს, თუ უმცირესობების უფლებები დაცული არ იქნება, მაშინ საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი ვერც დღეს, ვერც ხვალ და ვერც ზეგ. ეს არის ნორმები, რომლებიც ყველა კანდიდატმა ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს.

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ არჩევნები იქნება სამართლიანი და თავისუფალი, რომ იქნება კონკურენტული, ინკლუზიური, გამჭვირვალე და გაიმართება უმაღლესი საერთაშორისო და ევროპული სტანდარტებით. თუმცა, თუ აღმოჩნდა და საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაადგინეს სერიოზული დარღვევები, მაშინ ჩვენგან იქნება შესაბამისი პასუხი.
ჩვენ ეს გამოვცადეთ ბელარუსის შემთხვევაში და იმედი გვაქვს, რომ საქართველოს შემთხვევაში ამას არასდროს გამოვცდით.

თქვენ იცით იმ ცხრა ნაბიჯის შესახებ, რომელიც საქართველოს წარუდგინა ევროკომისიამ. პირველი ნაბიჯი იქ არის ანტიევროპული პროპაგანდის შეწყვეტა. სამწუხაროდ, ეს არ მოხდა და ეს პროპაგანდა გრძელდება. თუმცა, რამდენჯერაც არ უნდა გაიმეოროს ვინმემ ის, რაც არის ტყუილი, სიმართლე მაინც ერთია: ჩვენ ვართ მშვიდობის, სტაბილურობის, განვითარების მომხრე. ევროკავშირი არის გლობალური მშვიდობის პარტია და ჩვენ ვიცით, სად არის გლობალური ომის პარტია. ის არის მოსკოვში.

სწორედ რუსეთი შეიჭრა საქართველოში 2008 წელს და უკრაინაში 2014 წელს, სწორედ რუსეთმა დაიწყო სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში 2022 წელს და სწორედ რუსეთი იყენებს ჰიბრიდულ მეთოდებს, რათა დათესოს ქაოსი მთელს მსოფლიოში“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ

 

 

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები