spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ელენე ხოშტარია – ეს მდგომარეობა არის უღირსი და საშიში ქვეყნისთვის, უპერსპექტივოა ეს ყოველივე

ეს მდგომარეობა არის უღირსი და საშიში ქვეყნისთვის. უპერსპექტივოა ეს ყოველივე, რადგან შეიძლება ჩაიკეტოს ის ყველაფერი, რაც აქამდე მოუპოვებია ამ ქვეყანას, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ძალიან ცალსახაა სურათი იმისა, რომ ხალხს უნდა კოალიციური მმართველობა და საზოგადოება ხედავს ალტერნატივას.

“პრაქტიკულად “რუსული კანონის“ შემდეგ, ჩვენ ვართ ქვეყანაში ცვლილების დიდ ეტაპზე. გავიარეთ ბევრი მომენტი. პირველი იყო საზოგადოებრივი ბრძოლა, რომელიც ცხადია, რომ იყო ბიძინა ივანიშვილის მიზანი, რომ არჩევნებამდე შეეცვალა ვითარება ისე, რომ პრაქტიკულად გაუქმებულიყო არჩევნები. მეორე ეტაპი იყო დაუმორჩილებლობა, რაც შედგა საზოგადოების მხრიდან, შემდეგი ეტაპი იყო, რომ პოლიტიკურ პარტიებს შეექმნათ ალტერნატივა და მე ვფიქრობ ეს შევძელით, არსებობს კოალიციური ალტერნატივა. ასევე იყო შეთავაზება და “ქართული ქარტია” იყო ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი ამ თვალსაზრისით, რადგან ჩვენც გვხუნძლავს ვალდებულებებით და ახლა გადამწყვეტ ეტაპზე ვართ, როდესაც საზოგადოების სურვილი ნათელია და საზოგადოებას უნდა ცვლილება. საქართველოს გაკეთებული აქვს არჩევანი ევროპასა და რუსეთს შორის, ეს არის ცალსახა და ახლა შევდივართ გადამწყვეტ მომენტში, 22 დღე დარჩა, სადაც პოლიტიკურ პარტიებს გვაქვს დიდი ვალდებულება, რომ დავარწმუნოთ საზოგადოება ამ ცვლილების შესაძლებლობაში. ცვლილება უნდა ყველას. ეს მდგომარეობა არის უღირსი და საშიში ქვეყნისთვის, უპერსპექტივოა ეს ყოველივე, რადგან შეიძლება ჩაიკეტოს ის ყველაფერი, რაც აქამდე მოუპოვებია ამ ქვეყანას. ოპოზიცია უკვე კოალიციურად ოპერირებს, ჩვენ შეგვიძლია საერთო თემებზე ვითანამშრომლოთ და მე ვფიქრობ, რომ ძალიან ცალსახაა სურათი იმისა, რომ ხალხს უნდა კოალიციური მმართველობა და საზოგადოება ხედავს ალტერნატივას“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები