ივანიშვილმა როგორღაც მოახერხა და გადაიკიდა ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი და რუსეთის ფედერაცია, თან ეს ყველაფერი ხდება არჩევნებამდე სამი კვირით ადრე, – ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს ივანიშვილის მამოძრავებელი ძალა ფული და პირადი უსაფრთხოებაა.
“ივანიშვილმა როგორღაც მოახერხა და გადაიკიდა ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი და რუსეთის ფედერაცია, თან ეს ყველაფერი ხდება არჩევნებამდე სამი კვირით ადრე. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ საქართველოს ამომრჩეველი დღეს ძალიან კარგად ხედავს, როგორ უსუსურ მდგომარეობაშია პირადად ივანიშვილი და ის ელიტა, გარემოცვა, რომელმაც “რუსულ კანონს” მისცეს ხმა.
მთელი ჩვენი დასავლური ორიენტაცია დააყენეს კითხვის ნიშნის ქვეშ და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს აშანტაჟებდნენ – თქვენ თუ ამას არ იზამთ, ჩვენ რუსეთისკენ რაღაც სენტიმენტებს ვაგზავნით და იქით გავიხედებით.
ივანიშვილისთვის მამოძრავებელი ძალა არის ორი – ფული და პირადი უსაფრთხოების საკითხები, რომელშიც ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ ერთადერთი გარანტი შეიძლება იყოს მისი ხელისუფლებაში დარჩენა”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.