ემიგრანტების ხმები ყოველთვის იყო ბიძინა ივანიშვილის საწინააღმდეგო, სწორედ ამიტომ, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ემიგრანტებმა ვერ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თამარ კორძაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ივანიშვილის მმართველობის სისტემა საქართველოს მოქალაქეებს კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებებს ართმევს.
“სასამართლო სისტემა და მათ შორის, სააპელაციო სასამართლო ასრულებს ბიძინა ივანიშვილის დავალებას, იმიტომ, რომ ყველამ ძალიან კარგად იცის, ეს არის პროპორციული არჩევნები და ნებისმიერი ხმა წყვეტს არჩევნების ბედს. ემიგრანტების ხმები ყოველთვის იყო ბიძინა ივანიშვილის საწინააღმდეგო, სწორედ ამიტომ, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ემიგრანტებმა ვერ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა.
საქართველოს მოქალაქეებს ართმევენ კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას. ოთხ წელში ერთხელ აქვთ არჩევნებში მონაწილეობის მიღებისა და გადაწყვეტილების მიღების უფლება მოქალაქეებს და რახან ბიძინა ივანიშვილს არ სურს, უნდა წავიდნენ ემიგრაციაში და თან იქაც ვერ ისარგებლონ საკუთარი უფლებებით?”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.