spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი გახარია – რაც უფრო მეტი დრო გავა, ყველა მიხვდება და დაიჯერებს, რომ ორი სიის გაერთიანების პროცესი კიდევ კარგი არ დავიწყეთ

ყველაფერი დაიწყო, არაფერი არ დამთავრებულა. პროცესი დაიწყო და რაც უფრო მეტი დრო გავა, ყველა მიხვდება და დაიჯერებს, რომ ორი სიის გაერთიანების პროცესი კიდევ კარგი არ დავიწყეთ, – ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს ეს გუნდები შტატების დონეზე, რეგიონულ დონეზე უკვე ძალიან ეფექტურად თანამშრომლობენ.

“ჩვენ ვიყავით ინიციატორი, მაგრამ ისე განვითარდა პროცესი, რომ ის ყველაფერი მაქსიმუმ 2 დღეში უნდა გადაწყვეტილიყო, შემდეგ უკვე დროის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ყველაფერი დაიწყო, არაფერი არ დამთავრებულა. პროცესი დაიწყო და რაც უფრო მეტი დრო გავა, ყველა მიხვდება და დაიჯერებს, რომ ორი სიის გაერთიანების პროცესი კიდევ კარგი არ დავიწყეთ. ჩვენ ყველაფერი წინ გვაქვს პარლამენტშიც და შემდგომ. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. დღეს ჩვენი გუნდები შტატების დონეზე, რეგიონულ დონეზე უკვე ძალიან ეფექტურად თანამშრომლობენ”, – განაცხადა  გიორგი გახარიამ.

მან ხელისუფლების მმართველობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ დღეს “ქართული ოცნება” თითქმის ყველა დამოუკიდებელ ინსტიტუტს აკონტროლებს.

“ოცნება” თითქმის ყველა დამოუკიდებელ ინსტიტუტს აკონტროლებს. პროკურატურიდან დაწყებული, ცენტრალური საარჩევნო კომისიით და ეროვნული ბანკით დამთავრებული. “ოცნება” ისედაც აღჭურვილია უზარმაზარი ძალაუფლებით და რა პრობლემა აქვთ იმაში, რომ ქართველი ხალხის ნებას დაემორჩილონ, ვერ ვხვდები”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები