უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის სამ სამეთაურო პუნქტს დაარტყეს. გამოყენებული იქნა Storm Shadow-ის რაკეტები და GMLRS-ის ჭურვები, – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
მისივე ინფორმაციით, დარტყმის შედეგები ზუსტდება.
როგორც გენერალურ შტაბში აღნიშნეს, საბრძოლო სამუშაოები წარმოებდა უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების და სარაკეტო ძალების ქვედანაყოფების თავდაცვის ძალების სხვა დანაყოფებთან თანამშრომლობით.
“გამოყენებული იყო Storm Shadow-ის რაკეტები და GMLRS-ის ჭურვები“, – აღნიშნეს გენშტაბში.