spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია 3 ტელეკომპანიის გადაწყვეტილებას მხარს უჭერს

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია “ფორმულას”, “მთავარი არხის” და “ტვ პირველის” ერთობლივ გადაწყვეტილებას მხარს უჭერს.

“ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მხარს უჭერს ტელეკომპანიების „ფორმულა“, „მთავარი არხი“ და „ტვ პირველი“ გადაწყვეტილებას, შეეწინააღმდეგონ “ქართული ოცნების” არაეთიკურ წინასაარჩევნო კამპანიას და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მოუწოდებს, არ დაავალდებულოს ისინი ეთერში განათავსონ მმართველი პარტიის საარჩევნო ვიდეორგოლი, რომელიც კრემლის გზავნილებს იმეორებს, შეურაცხყოფს როგორც უკრაინელი, ისე ქართველი ხალხის ღირსებას და ძირს უთხრის ამ ორ ერს შორის ისტორიულად ჩამოყალიბებულ მეგობრობას. ქუჩაში გამოფენილმა მსგავსი შინაარსის საარჩევნო ბანერებმა ტკივილი მიაყენა უკრაინულ ხალხს და ქართული საზოგადოების სრულიად სამართლიანი გულისწყრომა გამოიწვია”, – აცხადებს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

“ქართული ოცნების” საარჩევნო ბანერებთან დაკავშირებით ტელეკომპანია “ფორმულამ”, “მთავარმა არხმა” და “TV პირველმა” ერთობლივ განცხადება გაავრცელეს. ტელეკომპანიების გადაწყვეტილებით, “ქართული ოცნების” მიერ მოთხოვნილი საარჩევნო ვიდეორგოლი ეთერში არ განთავსდება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები