მე პრობლემა არ მაქვს თუ დამასანქცირებენ, მე ჩემი სამშობლოს გულისთვის ვაკეთებ ყველაფერს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.
მისივე თქმით, უწყების მაღალჩინოსნის ზვიად ხარაზიშვილის და მისი მოადგილის მილერი ლაგაზაურის დასანქცირება შეცდომაა.
“მე პრობლემა არ მაქვს თუ დამასანქცირებენ, მე ჩემი სამშობლოს გულიზა ვაკეთებ ყველაფერს, ჩემი ქვეყნის გულისთვის ვაკეთებ. მე ვფიქრობ, რომ ზვიად ხარაზაშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირება არასწორია, შეცდომაა ეს ნამდვილად. ასე ვფიქრობ, გაირკვევა ეს და მოიხსნება ეს ყველაფერი, რაც განაცხადა დეპარტამენტმა“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა “ტვ პირველთან”.
16 სექტემბერს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა შსს-ს მაღალჩინოსანი ზვიად ხარაზიშვილი, მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური დაასანქცირა.