ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბზუბზუსთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ბავშვი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც ოჯახი იმყოფებოდა, ხევში გადავარდა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.