spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სლოვაკეთის პრემიერი აცხადებს, რომ ვიდრე ხელისუფლებაშია, უკრაინის ნატოში შესვლას დაბლოკავს

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო აცხადებს, რომ უკრაინის ნატოში მიღების წინააღმდეგია და ვიდრე ხელისუფლებაშია, ამ საკითხს დაბლოკავს.

მისი თქმით, წევრობას ყველა სახელმწიფოს თანხმობა სჭირდება.

“სანამ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი ვიქნები, მე ვუხელმძღვანელებ დეპუტატებს, რომლებზეც მე მაქვს პოლიტიკური კონტროლი, როგორც პარტიის ხელმძღვანელს, რათა ისინი არასოდეს დათანხმდნენ უკრაინის ნატოში გაწევრიანებას“, – განაცხადა ფიცომ.

ამასთან, მან კიდევ ერთხელ გაიმეორა ნარატივი, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება შეიძლება გახდეს მესამე მსოფლიო ომის საფუძველი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები