იციან, რომ მარცხდებიან სწორედ “ნაციონალურ მოძრაობასთან”, იციან, ვინ არის მათი მთავარი ოპონენტი და რა თქმა უნდა, ჩვენს შეხვედრებს, ჩვენს წინასაარჩევნო აქტიურობას უცხადებენ პროტესტს, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლებამ ძალადობა წაახალისა, განსაკუთრებით, “ნაციონალური მოძრაობის” მიმართ.
“არა თუ დაუსჯელობა არის წახალისებული, არამედ ასეთი ტიპის ძალადობაა წახალისებული. ჩვენ გვახსოვს, პარტიის თავმჯდომარე ერთი თვის წინ გამოდიოდა და ამბობდა, რომ ქუჩებში იქნება ძალადობა, წყნარი და მშვიდობიანი საარჩევნო პერიოდი ვერ ექნებოდა, პირველ რიგში, “ნაციონალურ მოძრაობას”, იმიტომ რომ მათ იციან, რომ მარცხდებიან სწორედ “ნაციონალურ მოძრაობასთან”, იციან, ვინ არის მათი მთავარი ოპონენტი და რა თქმა უნდა, ჩვენს შეხვედრებს, ჩვენს წინასაარჩევნო აქტიურობას უცხადებენ პროტესტს”, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებს სოფელ კარდანახში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს “ქართული ოცნების” აქტივისტები თავს დაესხნენ და ჯანდაცვის მიმართულების მდივანს ლევან მეტრეველს ფიზიკურად გაუსწორდნენ.