ეს ნიშნავს იმას, რომ “ქართული ოცნების“ საერთაშორისო იზოლაცია უკვე არსებობს, – ამის შესახებ კოალიცია “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა
მისივე თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნები არის განხილული ზუსტად რუსეთ-საქართველოს საარჩევნო დაპირისპირების ძალიან მნიშვნელოვან ჭრილში.
“ეს ნიშნავს იმას, რომ “ქართული ოცნების“ საერთაშორისო იზოლაცია უკვე არსებობს და პრაქტიკულად საქართველოში უკვე არჩევნები 26 ოქტომბრის არის განხილული ზუსტად რუსეთ-საქართველოს საარჩევნო დაპირისპირების ძალიან მნიშვნელოვან ჭრილში, ამიტომ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც არის კრემლის და რუსული გზავნილების გარშემო კონცენტრირებული არაფერი აღარ დაეხმარება, არაფერი აღარ უშველის“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსმა საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია – “სამართლიანი არჩევნების სტანდარტები და დემოკრატიული რეფორმები საქართველოს ევროპის კავშირში ინტეგრაციისთვის“ მიიღო.