spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ევროპის სხვადასხვა ქალაქში ქართველი ემიგრანტები საარჩევნო დამატებითი უბნების გახსნის მოთხოვნით აქციებს მართავენ

ევროპის სხვადასხვა ქალაქში ქართველი ემიგრანტები საარჩევნო დამატებითი უბნების გახსნის მოთხოვნით აქციებს მართავენ.

საპროტესტო აქციები გაიმართა იტალიაში, გერმანიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში. ამავე მოთხოვნით ქართველ ემიგრანტებს ამერიკაში მცხოვრები ქართველებიც შეუერთდნენ.

ემიგრანტების განცხადებით, მათ არ სურთ საქართველოში კომუნისტური არჩევნების ჩატარება.

“ემიგრანტები ვართ ის ფენა, ვის მხრებზეც დგას საქართველოს ბიუჯეტი. ჩვენ მოვითხოვთ, დაცული იყოს ჩვენი ხმები. ჩვენ გვინდა საქართველოში დაბრუნება, არ გვინდა კომუნისტური არჩევნები”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

მათივე განცხადებით, ამომრჩეველს უნდა მიეცეს კონსტიტუციით მინიჭებული უფლების გამოყენების შესაძლებლობა.

“ჩვენ ვითხოვთ, სასწრაფო წესით გახსნან სტრასბურგში საარჩევნო უბანი, იქ არის საკონსულო, აქვთ საშუალება, რომ გაიხსნას საარჩევნო უბანი. მისცენ ქართველებს თავიანთი კონსტიტუციური უფლება, რომ მიიღონ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა და ხმა მისცენ თავიანთ რჩეულს”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები