spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ჰერჩინსკი – ჩვენ, ევროკავშირი დაველოდებით საერთაშორისო დამკვირვებლების მოხსენებებს და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებებს

ჩვენ ნებისმიერ მთავრობასთან ვიმუშავებთ, რასაც ქართველი ხალხი აირჩევს, თუმცა თუ მთავრობას უნდა, რომ საქართველო გაწევრიანდეს ევროკავშირში, უნდა დაიცვას ნორმები, რომელზეც დაფუძნებულია ევროკავშირი და რომელიც მოლაპარაკებების საგანი ვერ იქნება, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირი დაელოდება საერთაშორისო დამკვირვებლების მოხსენებას და ამის შემდეგ მიიღებს საქართველოსთან მიმართებით გადაწყვეტილებას.

“როგორც ევროკავშირის ელჩი, მე მაქსიმუმს ვაკეთებ და ყოველთვის ვცდილობ, ვერავინ დამადანაშაულოს ჩარევაში. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მოახლოებული არჩევნები არის შესაძლებლობა ქართველებისთვის, რომ გამოხატონ საკუთარი აზრი და მხოლოდ ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ, ვინ იქნება მათ მთავრობაში.

მე იმედი მაქვს, რომ არჩევნები იქნება თავისუფალი, სამართლიანი და ინკლუზიური. ჩვენ, ევროკავშირი დაველოდებით საერთაშორისო დამკვირვებლების მოხსენებებს და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებებს. ჩვენ ნებისმიერ მთავრობასთან ვიმუშავებთ, რასაც ქართველი ხალხი აირჩევს, თუმცა თუ მთავრობას უნდა, რომ საქართველო გაწევრიანდეს ევროკავშირში, უნდა დაიცვას ნორმები, რომელზეც დაფუძნებულია ევროკავშირი და რომელიც მოლაპარაკებების საგანი ვერ იქნება”, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები