spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლები სკოლის დაჩქარებულ რეჟიმში მშენებლობას ითხოვენ

თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს.

ისინი სკოლის დაჩქარებულ რეჟიმში მშენებლობას ითხოვენ.

მშობლების თქმით, შენობა 5 წლის წინ დაანგრიეს და ამ დრომდე არ აუშენებიათ.

ადგილზე განათლების სამინისტროს წარმომადგენელი მივიდა, თუმცა მშობლებმა მათთვის საინტერესო შეკითხვებზე პასუხები ვერ მიიღეს.

გადაკეტილი გზის სავალი ნაწილი პოლიციამ გაათავისუფლა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები