spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ვაშაძე – ძალიან მკაფიოა ჩვენი ევროპელი პარტნიორების გზავნილი

ALDE-მ მიიღო უმნიშვნელოვანესი რეზოლუცია, სადაც მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ სამართლიან არჩევნებზე და საქართველოში იზოლაციონისტების ცვლილებაზე გადის საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივა, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

“ამ რეზოლუციაში პირდაპირ ნათქვამია, იმ მილიარდობით თანხაზე, რომელსაც საქართველო მიიღებს ევროკავშირში გაწევრიანებასთან ერთად და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საუბარია იმ რეჟიმზე, რომელიც დღეს საქართველოშია.

უნდა მოვიშოროთ ივანიშვილი, იმისთვის, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი, იმისთვის, რომ მოვიტანოთ 14 მლრდ საქართველოში და იმისთვის, რომ განვითარდეთ, ძალიან მკაფიოა ჩვენი ევროპელი პარტნიორების გზავნილი”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

“ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსი” (ALDE) საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუციას აქვეყნებს:  ALDE რეზოლუციაში მოუწოდებს, რომ ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს, ასევე პოლიტიკოსებს, რომლებიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის” მიღებაში მონაწილეობდნენ, პერსონალური სანქციები დაუწესდეთ, გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები, შეწყდეს აქტივისტებისა და დემონსტრანტების დევნა და გაუქმდეს მათი სასჯელები.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები