spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზურაბ ჯაფარიძე – ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, რასაც თითს დავადებთ, ყველაფერს მივიღებთ ევროკავშირიდან

უკრაინის შემდეგ მეორე საკითხი ჩვენ ვიყავით, მესამე საკითხი კი იყო ისრაელი-ღაზას ამბავი. სრული მხარდაჭერა გვაქვს. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, რასაც თითს დავადებთ, ყველაფერს მივიღებთ ევროკავშირიდან, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დისკუსია მოაწყვეს, სადაც განიხილეს სამხრეთ კავკასიის საკითხები და დროის 90% საქართველოს საკითხს დაეთმო.

“ალდეს” კონგრესიდან დღეს დილით ჩამოვედი. საკმაოდ ფართომასშტაბიანი შეხვედრა იყო. იყო წარმოუდგენელი ინტერესი საქართველოს მიმართ. 3 წელია აქ დავდივარ და ვესწრები. საქართველოს საკითხის მიმართ ასეთი ინტერესი ჯერ არ ყოფილა. უკრაინის შემდეგ მეორე საკითხი ჩვენ ვიყავით, მესამე საკითხი კი იყო ისრაელი-ღაზას ამბავი. სრული მხარდაჭერა გვაქვს. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, რასაც თითს დავადებთ, ყველაფერს მივიღებთ ევროკავშირიდან. ასეთია იქიდან განწყობა. ცალკე შეხვედრა გაგვიკეთეს ქართულ დელეგაციას, სადაც ყველა პარტია ვიყავით წარმოდგენილი. ერთადერთი საკითხი განიხილებოდა – რით შეიძლება დაგვეხმარონ უახლოეს კვირებში. ცალკე პანელი იყო – დისკუსია მოაწყვეს, სადაც განიხილეს სამხრეთ კავკასიის საკითხები და დროის 90% საქართველოს საკითხმა წაიღო”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

“ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსი” (ALDE) საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუციას აქვეყნებს:  ALDE რეზოლუციაში მოუწოდებს, რომ ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს, ასევე პოლიტიკოსებს, რომლებიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის” მიღებაში მონაწილეობდნენ, პერსონალური სანქციები დაუწესდეთ, გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები, შეწყდეს აქტივისტებისა და დემონსტრანტების დევნა და გაუქმდეს მათი სასჯელები.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები