spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

აფგან სადიგოვი ციხის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს

აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა და ციხის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” ხელმძღვანელი თამთა მიქელაძე წერს.

“როგორც მოსალოდნელი იყო, აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა. მეუღლეს ახლა შეატყობინეს, რომ ციხის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს დაუძლურებული პატიმარი. არაადამიანურია, რაც ამ პატიოსანი ჟურნალისტის და მისი ოჯახის თავს ხდება. ორივე მთავრობას დანაშაულებრივად აქვს პირი შეკრული ჟურნალისტების ოჯახის წინააღმდეგ და ყველაფერს კადრულობს.

მნიშვნელოვანია, ჩვენმა საზოგადოებამ ერთსულოვანი სოლიდარობა ვაჩვენოთ სადიგოვების ოჯახის მიმართ. ამ საქმეზე უფრო დეტალურ ინფორმაციას უახლოეს დღეებში მივაწვდით საზოგადოებას და მედიას”, – წერს მიქელაძე.

სადიგოვი უკვე მე-17 დღეა, შიმშილობს. ჟურნალისტმა პროტესტის უკიდურეს ფორმას 21 სექტემბერს მიმართა, მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა, 2024 წლის 16 სექტემბერს, უარი უთხრა საერთაშორისო დაცვაზე საქართველოში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები