უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 662 970 (+1340) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 08.10.24-მდე: ტანკები – 8940 (+7), ჯავშანტექნიკა – 17 740 (+30), საარტილერიო სისტემები – 19 203 (+47), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1223 (+0).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 973 (+1), თვითმფრინავები – 368 (+0), ვერტმფრენები – 328 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 16 686 (+43), ფრთოსანი რაკეტები – 2618 (+3).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 26 185 (+83), სპეციალური ტექნიკა – 3373 (+9).