spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მიხეილ ყაველაშვილი – სალომე ზურაბიშვილი არის აგენტი, რომელსაც დავალებული აქვს სახელმწიფო გადატრიალება

დღეს ხომ ჯერ არჩევნები არ ჩატარებულა და რას აკეთებს სალომე ზურაბიშვილი? ეს ორხელისუფლებიანობის პირდაპირი მანიშნებელია, ეს არის გადატრიალება პირდაპირ, სახელმწიფო გადატრიალება, როდესაც იბარებს ოპოზიციას და პრემიერ-მინისტრს ნიშნავს, –  განაცხადა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ ყაველაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა ის კონსტიტუცია დაარღვია, რომელზეც ფიცი დადო ღმერთის და ერის წინაშე.

“წელიწად-ნახევრის წინ დავიწყე ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის მხილება, რომ ის გახდებოდა ოპოზიციის ლიდერი და ოპოზიცია მის ქვეშ გაერთიანდებოდა და ასე ვთქვათ მის მფლობელობაში გახდებოდა საარჩევნო პროცესი მართული. ეს მის მფარველობაში კი არ არის,  100 პროცენტიანი დავალების შემსრულებელია ქალბატონი პრეზიდენტი. არსებობს არქივი, როდესაც ამაზე საუბარი დავიწყეთ მე და ჩემმა კოლეგებმა, ვფლობდი ინფორმაციას, არავის გაგიჩნდათ კითხვა საიდან ვფლობთ. სწორედ მათი პატრონებიდანაც ჟონავს ინფორმაცია, როგორ ავალებენ მათ ამ პროცესებს, რომელიც იგეგმება. საქართველოს მოქალაქეებს მივმართავ ახლა – ეს ქალბატონი აირჩია საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ, მილიონ 200 ათასმა ადამიანმა მას მხარი დაუჭირა, აი სწორედ ამ ადამიანებს ჩააფურთხა სულში ამ ქალბატონმა, უსამშობლო, უჯიშო და მიამატა დღეს უღმერთობა. ჩაიხედეთ მის ფიცში, ყველას აქვს იმის საშუალება როგორ დადო ამ ქალბატონმა საქართველოს მოქალაქეების წინაშე ფიცი, რომ ის ღმერთის და ერის წინაშე ფიცავს, რომ არ დაარღვევს კონსტიტუციას. ამ ქმედებებით რასაც დღეს ჩადის არღვევს თუ არა კონსტიტუციას ქალბატონი პრეზიდენტი? მიპასუხოს რომელიმე კრიტიკულმა მედიამ ან რომელიმე საქართველოს მოქალაქემ, ვისაც ნეიტრალური განწყობა აქვს ამ ქალბატონის მიმართ“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილი არის აგენტი, რომელსაც დავალებული აქვს სახელმწიფო გადატრიალება და მთავრობის თანხმობის გარეშე, კონსტიტუციის დარღვევით წასვლა და სხვადასხვა ლიდერებთან შეხვედრაც ამ გეგმის ნაწილია.

“კონსტიტუციით ის ზეპარტიული პრეზიდენტი უნდა ყოფილიყო – მიპასუხეთ, არღვევს თუ არა ის კონსტიტუციას?! მისი ეს ქმედებები ზეპარტიულობაა?! თუ ის განაწყენებულია და ხედავს, რომ ხელისუფლება არასწორად იქცევა, გადამდგარიყო და ოპოზიციას ჩადგომოდა სათავეში! რატომ მისცა თავს უფლება, რომ კონსტიტუცია დაერღვია და ამდენი ადამიანი მოეტყუებინა და ღმერთის და ერის წინაშე ჩაედინა ეს ცოდვა?! გადამდგარიყო და გაეგრძელებინა რასაც ახლა აკეთებს. მაგრამ არა რადგან ეს დავალებული აქვს – პირდაპირ ვამბობ, ეს ქალბატონი არის მთავარი აგენტი! რომელსაც დაწყებული აქვს იმ დავალების შესრულება, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით – რასაც ის ახორციელებს, არის სახელმწიფო გადატრიალების და ორხელისუფლებიანობის დამყარების მცდელობა. ის რაც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ არჩევნების შემდეგ ასეთი გეგმა არ არის, რომ არ აღიარონ ლეგიტიმურად ჩვენი არჩევნები, არ მოხდეს „ქართული ოცნების“ გამარჯვების აღიარება. მთავრობის თანხმობის გარეშე, კონსტიტუციის დარღვევით წასვლა და სხვადასხვა ლიდერებთან შეხვედრაც ამ გეგმის ნაწილია“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები