ყაზბეგში ორი რუსი მთამსვლელი დაიღუპა, რომლებიც მყინვარწვერის გზაზე იმყოფებოდნენ.
შემთხვევა 5 ოქტომბერს მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით ჩამოასვენეს.
როგორც Front News-ს შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.