spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაძრისში სპორტული მოედანი და სკვერი მოეწყო

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაძრისში სპორტული მოედანი და სკვერი მოეწყო.

დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ოთარ არბოლიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ზაალიშვილმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ადგილობრივებთან ერთად დაათვალიერეს.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა ადგილობრივებისგან მოისმინეს სოფელში არსებული პრობლემური საკითხები და მათ გადაჭრის გზებზე ერთად იმსჯელეს.

ამის პარალელურად სასპორტო სკოლისა და სოფელ ტაძრისის გუნდებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა.

ახალგაზრდებისთვის სპორტული სივრცის შექმნა ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობასა და სპორტის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები