spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

რიჰარდ კოლსი – თუ “ქართული ოცნება” შეინარჩუნებს უმრავლესობას, ეს ნიშნავს იმას, რომ ევროინტეგრაციის გზა განწირულია

თუ “ქართული ოცნება“ შეინარჩუნებს უმრავლესობას, ეს ნიშნავს იმას, რომ ევროინტეგრაციის გზა განწირულია, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რიჰარდ კოლსმა განაცხადა.

მისივე თქმით, თუ მცირედი მცდელობა მაინც იქნება, რომ არჩევნების შედეგებზე მანიპულაცია მოხდეს, ამას შედეგები აუცილებლად მოჰყვება და მათ ქმედებებზე თვალს ევროკავშირი არ დახუჭავს.

“ძალიან მნიშვნელოვანი დებატები გაიმართება ევროპარლამენტში, რადგან საქართველო ევროკავშირის ასპირანტი და სტატუსის მქონე ქვეყანაა და სურს ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს. ვხედავთ, რომ მმართველი პარტიის ქმედებების გამო მდგომარეობა უარესდება. ეს მხოლოდ შეშფოთება აღარაა. ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა კონკრეტული კანონმდებლების წინააღმდეგ სანქციებიც დააწესა. წერილიც მივწერეთ ევროკომისარს სამეზობლოს გაფართოების საკითხებში, რომ ევროკავშირმა, რაც შეიძლება, ფართო სადამკვირვებლო მისია უნდა გამოგზავნოს საქართველოში არჩევნებზე. უნდა დავრწმუნდეთ, რომ არჩევნები იქნება სამართლიანი, გამჭვირვალე და არ იქნება მანიპულაციის მცდელობა ამ შედეგებზე. თუ არსებობს უკვე სიგნალი სავარაუდო მექანიზმებთან დაკავშირებით, ვინც პასუხისმგებელია დემოკრატიულ პროცესებში ხელის შეშლაში მათ პასუხისთვის ფართო არჩევანი აქვთ. მოლაპარაკებების მაგიდიდან არაფერია მოხსნილი, უვიზო რეჟიმის გაყინვიდან დაწყებული, ფინანსური დახმარების შემცირებით დამთავრებული და არ არის გამორიცხული ინდივიდუალური სანქციებიც. ჩვენ გაფრთხილებთ, რომ არჩევნებს დავაკვირდებით, არამხოლოდ იმიტომ რომ ეს სავალდებულოა. თუ მცირედი მცდელობა მაინც იქნება, რომ არჩევნების შედეგებზე მანიპულაცია მოხდეს, ამას შედეგები აუცილებლად მოჰყვება და მათ ქმედებებზე თვალს ევროკავშირი არ დახუჭავს. თუ “ქართული ოცნება” შეინარჩუნებს უმრავლესობას, ეს ნიშნავს იმას, რომ ევროინტეგრაციის გზა განწირულია“, – განაცხადა რიჰარდ კოლსმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები