spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სანდრო ბარამიძე – შსს-ს ტერიტორიული ორგანოების დაკომპლექტებაში ამ ადამიანის მონაწილეობა არის სრულიად დაუშვებელი

“ხარება” არა თუ ტერიტორიული ორგანოების დაკომპლექტებაში, რომელსაც არჩევნებთან ექნება კავშირი, არ უნდა მონაწილეობდეს, არამედ იგი შინაგან საქმეთა სამინისტროშიც აღარ უნდა მუშაობდეს, – ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” წევრმა სანდრო ბარამიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების დაკომპლექტებაში ზვიად ხარაზიშვილის მონაწილეობა არის სრულიად დაუშვებელი.

“ზვიად ხარაზიშვილი, იგივე “ხარება” ცნობილია საზოგადოებაში და ახლა უკვე საქართველოს ფარგლებს გარეთაც, როგორც პირი, რომელიც განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევა პოლიტიკური ოპონენტებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ.

აქედან გამომდინარე, ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების დაკომპლექტებაში ამ ადამიანის მონაწილეობა არის სრულიად დაუშვებელი.

ეს კაცი ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა ცნო სანქცირებულად, “მაგნიტსკის” სიაში შეიყვანა სწორედ ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევებში მონაწილეობის გამო. ის არა თუ ტერიტორიული ორგანოების დაკომპლექტებაში, რომელსაც არჩევნებთან ექნება კავშირი, არ უნდა მონაწილეობდეს, არამედ იგი შინაგან საქმეთა სამინისტროშიც აღარ უნდა მუშაობდეს”, – განაცხადა სანდრო ბარამიძემ.

არჩევნების დღეს საარჩევნო უბნების უსაფრთხოების დასაცავად სამართალდამცველების მობილიზება და კოორდინირება შინაგან საქმეთა სამინისტრომ გდდ-ს უფროსს ზვიად ხარაზიშვილს დაავალა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები